კლაუდიო ტაფარელი: "მამარდაშვილი ლივერპულისთვის მომავლის ინვესტიციაა"
7 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ლეგენდარული მეკარე, კლაუდიო ტაფარელი, რომელიც ახლა "ლივერპულში" ამ პოზიციაზე მოთამაშეთა მწვრთნელად მუშაობს, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს.
"ლივერპულმა" გიორგი მამარდაშვილი ერთი წლის წინ დაიმატა. ვფიქრობ, ეს ახალგაზრდა კაცი მომავლის ინვესტიციაა.
ასაკის და გამოცდილების გათვალისწინებით, ამავე დროს, ალისონი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. ყველასთვის ძალიან ძნელი იქნება აქ მოსვლა და ალისონის შეცვლა, არა?!", - ამბობს ტაფარელი.
გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" შემადგენლობაში ამ სეზონში, ლა ლიგაში 29 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც 7-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა, 78 მოგერიებით კი ის ესპანეთის ჩემპიონატის ამ სეზონში ნათამაშებ 42 მეკარეს შორის მეცხრე ადგილზეა.