Belive

adidas: "პრედატორებს + ხვიჩა = გოლებს"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სპორტული ბრენდი, adidas საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც საინტერესო სათაური აქვს.

პრედატორის ახალი ბუცებით, რომელსაც 23 წლის ქართველი ირგებს, ხვიჩა კვარაცხელიამ "სასუოლოს" კარში დუბლის შესრულება და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

"პრედატორებს + ხვიჩა = გოლებს" - ასე ასათაურებს ადიდასი ვიდეოს, რომელშიც კვარაცხელიას ბრუნში, ლამაზი დარტყმით გოლი "ცხრიანში" გააქვს.

View this post on Instagram

A post shared by adidas Football (@adidasfootball)

ხვიჩა კვარაცხელიამ "სასუოლოსთან" სტუმრად მოგებულ (6:1) მატჩში დუბლის შესრულება და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველის აქტივში უკვე 8 გოლი და 5 საგოლე პასია.

სხვა სტატიები