Belive

გიორგი მიქაუტაძე: "თავდამსხმელი ვარ, მაგრამ რასაც მწვრთნელი დამავალებს, იმის შესრულებას შევეცდები"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლიგა 1-ის მეორე ტურში, "ლიონმა" სეზონის საწყისი საშინაო მატჩი, "მონაკოსთან" (0:2) წააგო.

საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ამ შეხვედრაში "ოლიმპიკის" ძირითად შემადგენლობაში არ გახლდათ, მაგრამ მე-17 წუთზე მოედანზე შევიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ 23 წლის ფორვარდმა ფლანგის გარემარბის პოზიციაზე გამწესების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, ვიმუშაოთ ვარჯიშზე და გამოვასწოროთ ის, რაც არასწორია. ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ, ეს ჩანს ანგარიშშიც და სტატისტიკაშიც.

სწორი ფეხბურთის თამაშის გარეშე გოლების გატანა და მატჩის მოგება ძნელია.

ჩემი ბუნებრივი პოზიცია ცენტრალური თავდამსხმელის ამპლუაა, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და რასაც დამავალებს, შევეცდები რომ მაქსიმალური წარმატებით განვახორციელო", - ამბობს ქართველი ფეხბურთელი.

ორი მატჩის შემდეგ "ლიონს" ქულა ჯერ არ მოუპოვებია, ამის გამოსწორების შანსი კი მესამე  ტურში ექნება, როცა 30 აგვისტოს, შინ, "სტრასბურგს" შეხვდება.

სხვა სტატიები