ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში ,,რეალ ბეტისმა'' ,,ანდორას'' უმასპინძლა და ოვერტაიმში 102-98 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 90:90 დასრულდა.
,,ბეტისის'' შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის, ბექა ბურჯანაძის დებიუტი შედგა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 12:26 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბექამ 4-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მასპინძლებს კეიდენ კარინგტონმა ულიდერა - უკანახაზელმა 22 ქულას, 4 მოხსნას, 2 ჩაჭრასა და 1 ასისტს მოუყარა თავი.
,,რეალ ბეტისი'' ACB ლიგის მომდევნო შეხვედრას პარასკევს, 24 სექტემბერს, ,,მურსიას'' წინააღმდეგ გამართავს.