ბექა ბურჯანაძეს კარგი მატჩი ჰქონდა - ლეიმა კორუნა დამარცხდა
ესპანეთის ლიგა ენდესას (ACB) მე-3 ტურის შეხვედრაში ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა" "მორაბანკ ანდორასთან" 112:87 დამარცხდა.
ქართველ კალათბურთელს კარგი მატჩი ჰქონდა, მან პარკეტზე 28:30 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა (6-დან 1 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო) ჩააგდო, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
ბექა ბურჯანაძე შედეგიანობის მხრივ თავისი გუნდელებიდან მხოლოდ ბრენდონ ტეილორს ჩამორჩა, რომელსაც 16 ქულა ჰქონდა.
"მორაბანკის" რიგებიდან 28 ქულა მიითვალა ჯერიკ ჰერდინგმა, ხოლო 25 ნიკოლაოს ჩუგაზმა ჩააგდო.
📊 Solo 1⃣ punto ha separado a @morabancandorra de lograr su 𝙈𝘼́𝙓𝙄𝙈𝘼 𝘼𝙉𝙊𝙏𝘼𝘾𝙄𝙊́𝙉 𝙃𝙄𝙎𝙏𝙊́𝙍𝙄𝘾𝘼 en #LigaEndesa.
— Liga Endesa (@ACBCOM) October 12, 2024
Su actuación de esta noche queda SEGUNDA 🥈 en el pódium de anotaciones históricas del equipo.
🔗 https://t.co/rTSLqEMp3D pic.twitter.com/8LG77ZuPnO
"ლეიმა კორუნა" ლიგა ენდესას ცხრილში 2 ქულით მე-15 პოზიციაზეა (1 მოგება, 2 მარცხი). მომდევნო ტურში ქართველი კალათბურთელის გუნდი "უნიკახას" დაუპირისპირდება. მატჩი 19 ოქტომბერს 21:00 საათზე დაიწყება.