ბურჯანაძის ბრწყინვალე მატჩი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ბარსელონასთან
„ლეიმა კორუნა" ესპენეთის ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის - გუნდი, რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრი, ბექა ბურჯანაძე თამაშობს, 30 ტურის შემდეგ მე-17 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონაშია, თუმცა ბათ "ბარსელონას" წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
„ლეიმა კორუნამ" "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში 93:92 დაამარცხა. მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო ქართველი კალათბურთელი, რომელმაც პარკეტზე 29:11 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 15 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო.
¡BEQA BURJANADZE ENLOQUECIENDO AL COLISEUM!
— Liga Endesa (@ACBCOM) May 8, 2025
💥 @BeqaBurjanadze
📺 @vamos #LigaEndesa | #ConectaConTuPasión pic.twitter.com/9TJ9nItWoA
ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, ბექა ბურჯანაძის კლუბს კი 14 ქულა აქვს და მე-16 პოზიციაზე მყოფ "ბასკეტ ხირონას" 6 ქულით ჩამორჩება.