Belive

12 მოედანი, სასტუმრო და სამედიცინო ცენტრი - ნაპოლი ახალი სპორტული ცენტრის აშენებას გეგმავს

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიურ მედიაში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ "ნაპოლი" ახალი სპორტული ცენტრის აშენებას გეგმავს.

"ნაპოლის პრეზიდენტი აპირებს ააშენოს ახალი სპორტული ცენტრი, რომელიც შედგება თორმეტი მოედნისაგან. ის ასევე გეგმავს შექმნას სტუმრების ოთახები ახალგაზრდების მუდმივად მზარდი რაოდენობის განსათავსებლად. აურელიო დე ლაურენტისს ასევე სურს ისეთი სამედიცინო ცენტრის აშენება, როგორიც "იუვენტუსს" გააჩნია", - ამბობს იტალიელი ჟურნალისტი ვალტერ დე მაჯიო.

ასევე საუბარია იმაზე, რომ გასული დღეების განმავლობაში, აურელიო დე ლაურენტისი ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობდა. ნეაპოლელთა პრეზიდენტის ამოცანა ერთის მხრივ, სატრანსფერო ფანჯრის წარმატებულად დასრულება და ჯანლუკა გაეტანოს "კალიარიში" იჯარის წესით გაშვება, ხოლო მეორეს მხრივ გუნდის მომავალ განვითარებასა და ახალი სპორტული ცენტრის აშენებაზე ზრუნვაა.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი იტალიის სერია A-ში ჩატარებული 21 ტურის შემდეგ დაგროვებული 32 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს და შემდეგ ტურში "ვერონას", 4 თებერვალს, საშინაო კედლებში უმასპინძლებს.

სხვა სტატიები