Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ლეჩეს წინააღმდეგ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს ბოლო 38 ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" "ლეჩეს" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა ძირითად შემადენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. Sofascore-ს მიხედვით კვარამ 7.1 შეფასება დაიმსახურა, კარში და კარისკენ თითო-თითოჯერ დაარტყა, 3-ჯერ დარტყმული დაუბლოკეს, 9-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 5 წარმატებული გამოდგა, ბურთს 80-ჯერ შეეხო, 53 გადაცემა გააკეთა და 46 ზუსტი იყო (87%), 16 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 7-ში გამარჯვებული დარჩა.

Whoscored-მა ქართველი ფეხბურთელი 7.0-ით შეაფასა.

"ნაპოლიმ" სერია A-ს 2023/24 წლების სეზონში 53 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-10 ადგილი დაიკავა (13 მოგება, 14 ფრე, 11 მარცხი).

კვარამ სერია A-ს სეზონი 11 გოლით და 6 საგოლე გადაცემით დაასრულა.

სხვა სტატიები