Belive

ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონი ევროთი გაიზარდა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა.

ქართველი ფეხბურთელი 2 მილიონი ევროთი გაძვირდა. 23 წლის ქართველი შემტევის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით უკვე 5 მილიონ ევროს შეადგენს.

ზურიკო დავითაშვილის საბენეფისო მატჩი ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში შედგა, სადაც "ოსერს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა და გუნდს მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი მოაგებინა.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, ქართველმა ფეხბურთელმა 3 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, მისი გუნდი კი 7 ქულას ფლობს და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება. შემდეგ შეხვედრას "მწვანეები" 19 ოქტომბერს, "ლანსთან" გამართავენ, იქამდე კი ზურიკო დავითაშვილს საქართველოს ნაკრების რიგებში უკრაინასა და ალბანეთთან შეხვედრები ელოდება.

სხვა სტატიები