Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ოქტომბრის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, იტალიის სერია A-ს ოქტომბრის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

Whoscored.com-ის მიერ შედგენილ საუკეთესო თერთმეტეულში 22 წლის ქართველი მარცხენა გარემარბის პოზიციაზეა წარმოდგენილი. გუნდში ასევე "ინტერის" მცველი, მარკო აჩერბი და ამავე გუნდის შემტევები, ჰაკან ჩალჰანოღლუ და მარკუს ტურამი და ტურინის "იუვენტუსის" მარცხენაფლანგელი, ფილიპ კოსტიჩი მოხვდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიას 2023/24 წლების სეზონში, "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები