Belive

ვლადიმირ ვაისი: "გურამს თამაში თავად სურდა, როცა ის მოედანზეა, მშვიდად ვარ"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ბრატისლავის "სლოვანის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიურ "შტრუგასთან" (4:2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისს ტრადიციულად გუნდის გამოცდილი ლიდერების, გურამ კაშიასა და იურაი კუჩკას შესახებ ჰკითხეს, რომლებიც ევრო 2024-დან დაბრუნდნენ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

"მათ შესანიშნავად ითამაშეს. გურამს თამაში სურდა და როცა ის მოედანზეა, მე უფრო მშვიდად ვარ. იურაი კუჩკამ ტრავმის მოშუშება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეძლო და პრაქტიკულად არ დაუსვენია, ეს მის ასაკში ძალიან რთულად მისაღწევია", - თქვა ვლადიმირ ვაისმა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი "შტრუგასთან" საპასუხო მატჩს 17 ივლისს სტუმრად ჩაატარებს.

სხვა სტატიები