Belive

აპოელის კაპიტანი: "რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ საქართველოში გამარჯვებისთვის ჩამოვედით"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

კვიპროსული ნიქოზიის "აპოელის" კაპიტანმა, გეორგიოს ეფრემმა, უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის "დილასთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"აპოელი" აქ გამარჯვებისთვის ჩამოვიდა. ვიცით, რომ, რთული მეტოქე გვყავს და გვინდა, რომ კარგი მატჩი ვაჩვენოთ, გავიმარჯვოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, რათა ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ.

წინა მატჩში სათადარიგოთა სკამზე ვიყავი, ყოველთვის ისე ვიქცევი, როგორც მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის, რადგან მან უკეთ იცის, თუ რა შემთხვევაში ვიქნები ურო ეფექტური" - თქვა 34 წლის მარცხენა გარემარბმა.

გორის "დილასა" და "აპოელის" მატჩი 10 აგვისტოს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები