პირველი ვარჯიში სრული შემადგენლობით: საქართველო ლუქსემბურგისთვის ემზადება
8 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრები უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ლუქსემბურგთან მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება.
ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესს გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, 20 მარტს, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს საგურამოში გამართავს.
რაც შეეხება თავად მატჩს, 21 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გასამართი მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.