ლევან კუტალია კარიერას დინამო ბათუმში გააგრძელებს
ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ბომბარდირი, ლევან კუტალია საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა.
34 წლის თავდამსხმელი, რომელიც წარსულში ორ ყველაზე ტიტულოვან ქართულ გუნდთან, "დინამო თბილისთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან" ერთად, საქართველოს ჩემპიონი გახდა, ახლა უკვე მოქმედი გამარჯვებულის რიგებს შეუერთდა.
ლევან კუტალია "დინამო ბათუმმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. 2023/24 წლების სეზონი მან სომხურ "ალაშკერტში" დაიწყო. სომხეთის ჩემპიონატში 19 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა, რითაც საუკეთესო ბომბარდირობას ინარჩუნებდა, ვიდრე გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა.
ლევან კუტალია საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა, 2019 წელს კი 20 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მას "დინამო თბილისის", ქუთაისის "ტორპედოს", ქობულეთის "შუქურას", "ზუგდიდის", "ოდიშის", "მარტვილის "მერანის", "ზესტაფონის", ბოსნიური "ჟრინსკისა" და "სლავიას", ყაზახური "ირტიშის", ისრაელური "ჰაპოელ თელ-ავივის", "უმ ალ-ფამის" და "ნეს ციონას" შემადგენლობაში უთამაშია.