Belive

UFC 300 - რაზე მიგვანიშნებს ზლატანი?

3 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელს ხაბიბ ნურმაგომედოვმა საბრძოლო კარიერა დაასრულა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ხაბიბმა დედას პირობა მისცა, რომ აღარ იბრძოლებდა. ამის შესახებ არწივმა MMA-ს გულშემატკივარს გეიჯისთან მოგებული ჩხუბის დასრულებისთანავე ამცნო.

სამ წელზე მეტია "არწივის" ბოლო ბრძოლიდან გასული და ჭორები მისი დაბრუნების შესახებ არ წყდება. ხაბიბმა კორმიესთან ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ დაბრუნების სანაცვლოდ დანა უაითმა მას $40 მილიონი შესთავაზა.

ნურმაგომედოვი 14 იანვარს "მილანისა" და "რომას" დაპირისპირებას დაესწრო, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეხვდა. ფეხბურთელმა მასთან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და საინტერესო წარწერაც დაურთო - UFC 300.

საინტერესოა რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი. დანა უაითი, რომ UFC 300-ზე შესანიშნავ სანახაობას გეგმავს ეს ახალი ამბავი არაა. როგორც სპორტულ მედიაში იწერება, სწორედ ამ საღამოს დაბრუნდება კონორ მაკგრეგორიც, რომელიც მაიკლ ჩენდლერს დაუპირისპირდება.

საინტერესოა დაბრუნდება თუ არა ხაბიბი? აქვე იმასაც გეტყვით, რომ American Kickboxing Academy-ის მფლობელმა და მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა ინტერვიუში საუბრისას აღნიშნა, რომ ხაბიბი ვარჯიშს დაუბრუნდა.

ხაბიბი სულ ვარჯიშობს, მაგრამ ის მხოლოდ მაშინ მოდის ჩემთან, როცა ბრძოლისთვის ემზადება.
- ამბობს ხავიერი

სხვა სტატიები