Belive

"ჩემი აზრით, მაქსს მცირედი უპირატესობა აქვს" - მიტჩელი ილიასა და ჰოლოუეის ბრძოლაზე

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ ბრაის მიტჩელმა "მატადორის" მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა. ამერიკელის თქმით, ჰოლოუეის მცირედი უპირატესობა აქვს, თუმცა, არ გაუკვირდება თუ ილია "დალოცვილს" გათიშავს.

ჩემი აზრით, მაქსს მცირედი უპირატესობა აქვს მაგრამ, ილია ძლიერი დარტყმის პატრონია. მაქსს სიჩქარე და დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ამ ბრძოლაში ჰოლოუეისკენ ვიხრები მაგრამ, თუ ილია მას დაანოკაუტებს არ გამიკვირდება. - განაცხადა ბრაის მიტჩელმა

შეგახსენებთ, რომ "მატადორი" საკუთარ ქამარს პირველად დაიცავს. ეს აბუ დაბიში 26 ოქტომბერს, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ მოხდება.

სხვა სტატიები