Belive

ტაშკენტის გრანდ სლემი 2026 | საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით იასპარეზებს

5 დღის წინ სხვა
1 წთ

თებერვლის ბოლოს, უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი, IJF-ს მსოფლიო ტურს - ტაშკენტის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა უკვე ცნობილია.

ლაშა გუჯეჯიანის მომზადებული გუნდი, ტაშკენტში 14 ძიუდოისტით წარდგება, სადაც შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ.

შემადგენლობა

  • 60 კგ: მათე გოგობერიშვილი, ლუკა გადელია

  • 66 კგ: ლაშა ნადირაძე, თემურ ნოზაძე

  • 73 კგ: მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

  • 81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე, ირაკლი ბეროშვილი

  • 90 კგ: გიორგი ჯაბნიაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი

  • 100 კგ: ონისე სანებლიძე, თორნიკე ფოლადიშვილი

  • +100 კგ: გელა ზაალიშვილი, საბა ქარდავა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს საქართველოს ნაკრებს ტაშკენტის გრანდ სლემზე მონაწილეობა არ მიუღია.

სხვა სტატიები