Belive

გუჯეჯიანმა კაპიტანი შეცვალა | უზბეკეთის ნაკრებს დავლათ ბობონოვი უკაპიტნებს

22 საათის წინ სხვა
2 წთ

ერთ-ერთი გამორჩეული უზბეკი ძიუდოისტი - დავლათ ბობონოვი, უზბეკეთის ნაკრების კაპიტნად აირჩიეს. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის ეს არჩევანი შემთხვევითი სულაც არ არის.

ბობონოვი ოლიმპიადის პრიზიორი, მსოფლიოსა და აზიის ჩემპიონი და თავისი თაობის ერთ-ერთი უძლიერესი ძიუდოისტია. იგი წლების განმავლობაში მსოფლიო ძიუდოს ლიდერთა რიგებში სტაბილურად იმყოფება. მისი სახელი უკვე ოფიციალურად შევიდა უზბეკეთის ისტორიაში 20 საუკეთესო სპორტსმენთა სიაში.

View this post on Instagram

A post shared by Judo Federation of Uzbekistan (@judo_uzbekistan)

ახლა კი ბობონოვი ეროვნული ნაკრების კაპიტნად მოგვევლინა - დიდი ტურნირების გამოცდილება, ძლიერი ხასიათი და ავტორიტეტი გუნდში. ეს სწორედ ის თვისებებია, რომლებიც ამ როლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის ასეთი ლიდერის გვერდით ყოფნა უდიდესი შესაძლებლობაა, ისწავლონ იმ ადამიანისგან, რომელმაც ზუსტად იცის დიდი გამარჯვების ფასი და უმძიმესი ორთაბრძოლების გადალახვა შეუძლია.

"კაპიტანი არჩეულია. გუნდი მზადაა. დროა ბრძოლისთვის!." - უზბეკეთის ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახური

აქვე შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ვაჟთა შორის 39-ე, ხოლო ქალთა შორის 30-ე გათამაშება იქნება. ტურნირი გაიმართება აზერბაიჯანში, ბაქოს ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე, 2026 წლის 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ლაშა გუჯეჯიანმა უზბეკეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. აზიელები ჯამში 17 სპორტსმენით იასპარეზებენ, საიდანაც 9 მამაკაცი ხოლო 8 ქალი იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლაშა გუჯეჯიანისთვის უზბეკეთთან ერთად ეს პირველი დიდი შეჯიბრია, სადაც იგი ნაკრებს გაიყვანს.

სხვა სტატიები