Belive

2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი | გუჯეჯიანმა უზბეკეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

8 საათის წინ სხვა
1 წთ

2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ვაჟთა შორის 39-ე, ხოლო ქალთა შორის 30-ე გათამაშება იქნება. ტურნირი გაიმართება აზერბაიჯანში, ბაქოს ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე, 2026 წლის 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ლაშა გუჯეჯიანმა უზბეკეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. აზიელები ჯამში 17 სპორტსმენით იასპარეზებენ, საიდანაც 9 მამაკაცი ხოლო 8 ქალი იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლაშა გუჯეჯიანისთვის უზბეკეთთან ერთად ეს პირველი დიდი შეჯიბრია, სადაც იგი ნაკრებს გაიყვანს.

შემადგენლობა

კაცები

60 კგ: ბახრომ ბოტუროვი

66 კგ: აზიზბეკ ორტიკოვი

73 კგ: ელბეკ ტოჯიევი

81 კგ: მუროდჯონ იულდოშევი

90 კგ: უმარ ბოზოროვი, ნურბეკ მურტოზოევი

100 კგ: ერნაზარ სარსენბაევი, თულქინბეკ ტურდიევი

+100 კგ: მუზაფარბეკ ტურობოიევი

ქალები

48 კგ: ულბუსინ ხაკიმოვა

52 კგ: სუგდიონა რაფკატოვა

70 კგ: ხურშიდა რაზზოკბერდიევა, შირინჯონ იულდოშოვა

78 კგ: ბარჩინოი კოდიროვა, მარჯონა კუჩიმოვა

+78 კგ: უმიდა ნიგმატოვა, ირისხონ კურბანბაევა.

უზბეკეთის ნაკრებმა 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა - საინტერესოა თუ რას გახდება უზბეკეთი ლაშა გუჯეჯიანთან ერთად.

სხვა სტატიები