Belive

ოფიციალურად | ტედი რინერი 2027 წელს საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

3 საათის წინ სხვა
1 წთ

37 წლის ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში - ტედი რინერმა, ორშაბათს, 9 ნოემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალ წელს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

„მე მქვია ტედი რინერი და დღეს პირისპირ გეუბნებით: მე ვარ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი," - განაცხადა სპორტსმენმა მოულოდნელ ვიდეომიმართვაში

ტედი რინერი, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და პოპულარული სპორტფიგურაა, პოლიტიკურ ბრძოლაში ერთვება. ფრანგულ სპორტში ეს პირველი პოლიტიკური პრეცედენტი არ არის - კიდევ ერთი ცნობილი ფრანგი ძიუდოისტი, დავიდ დუიე, 2009 წელს პარლამენტის წევრად აირჩიეს, ხოლო 2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის მაისამდე ქვეყნის სპორტის მინისტრის პოსტს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ რინერი ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ათლეტია: მან ძიუდოში ხუთი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა (მძიმე წონით კატეგორიაში 2012, 2016 და 2024 წლებში, ხოლო შერეულ გუნდურ შეჯიბრებებში 2020 და 2024 წლების ოლიმპიურ თამაშებზე). გარდა ამისა, მის ანგარიშზე 11 მსოფლიო ჩემპიონატის ოქროა.

სხვა სტატიები