Belive

ზუროსი: ,,ვენესუელა მატჩში საშუალოდ 36 სამქულიანს ისვრის''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, ვენესუელასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გველის ვენესუელას წინააღმდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა არგენტინის ჯგუფიდან მოახერხა. იმ არგენტინის ჯგუფიდან, რომელმაც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ითამაშა. 

 

გუნდის შეფასებისას ისიც უნდა გავითვალისწინოთ თუ როგორი ჯგუფიდან მოხვდა იგი მსოფლიო ჩემპიონატზე. ვენესუელა ძალიან კარგი ნაკრებია, რომელიც დიდი ენერგიით, კარგი დაცვით თამაშობს, ისვრიან ბევრ სამქულიანს, დაახლოებით 36-ს მატჩში. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და კარგი დაცვა ვითამაშოთ.

 

ჩემი გუნდის და მოთამაშეების მჯერა. ვიმედოვნებ, რომ ხვალ მიზანს მივაღწევთ და საუკეთესო 16 გუნდში ყოფნას ვიზეიმებთ, რაც მსოფლიოზე პირველად თამაშისთვის ისტორიული შედეგი იქნება.'' - განაცხადა ზუროსმა.

ხვალ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ვენესუელას წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება.

მოგების შემთხვევაში, ზუროსის გუნდი მომავალ ეტაპზე პირდაპირ გადავა. თუ საქართველო ვენესუელასთან 16 ქულაზე ნაკლებით წააგებს, სლოვენია კი კაბო ვერდეს მოუგებს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჯგუფში მაინც მეორე ადგილს დაიკავებს.

სხვა სტატიები