Belive

ილიას ზუროსი აეკის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ჯოან პლაზას გათავისუფლების შემდეგ, "აეკმა" ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ბერძნულ საკალათბურთო კლუბს, საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი - ილიას ზუროსი გაწვრთნის.

57 წლის ილიას ზუროსი "აეკს" 2023/24 წლების სეზონის დასრულებამდე გაწვრთნის, თუმცა, ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში, კონტრაქტი გაგრძელდება. შეგახსენებთ, 2016-23 წლებში, ილიას ზუროსი საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს წვრთნიდა.