ზუროსი: ,,უკეთესი დაცვა უნდა ვითამაშოთ''
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, ლიეტუვასთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ძალიან ვამაყობ მოთამაშეების ძალისხმევით! მეორე თამაში და პირველი ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ. გუნდმა მეორე ნახევარში ძალიან კარგი კალათბურთი შემოგვთავაზა. აუცილებლად უნდა ვითამაშოთ უკეთესი დაცვა, ეს ის სათამაშო კომპონენტია რომლის გაუმჯობესებაც გვმართებს.
ამ მსოფლიო ჩემპიონატზე იმ გუნდებს, რომლებიც კარგ დაცვას ითამაშებენ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ექნებათ. დაცვის გამოსწორება დიდ ენერგიას, კონცენტრირებას საჭიროებს, აუცილებლია, უკეთ მოვხსნათ ბურთი. ბოლო წამზე მეტოქის მოხსნა გამოგვეპარა და თამაში სწორედ კონცენტრირების ნაკლებობის გამო დავთმეთ.
ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის შემართებით და ძალისხმევით, მოხარული ვარ ახალგზარდა მოთამაშეების თამაშით. მუშაობა უნდა განვაგრძოთ!“ - განაცხადა ზუროსმა.
საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან სტუმრად 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 104:102 დამარცხდა.
ბოლო მეოთხედში 18-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა ბოლო წამზე ჩაგდებული ორქულიანით მეტოქემ გამარჯვება შეძლო.
საქართველოს ნაკრები მომავალ ამხანაგურ შეხვედრას შაბათს, 5 აგვისტოს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.