ფიბას განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზეა საქართველო ევრობასკეტის ფავორიტებს შორის?
3 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღე რჩება. ფიბამ ტურნირის ე.წ Power Rankings კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა.
განახლებულ რეიტინგში ტურნირის მთავარი ფავორიტი ისევ სერბეთის ნაკრებია, მეორე კვლავ გერმანიაა, მესამე კი - საფრანგეთი.
2 პოზიციით დაქვეითდა და მე-18 ადგილს იკავებს საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ყველა ამხანაგური მატჩი წააგო.
საქართველო ევრობასკეტის C ჯგუფში საბერძნეთის, ესპანეთის, იტალიის, ბოსნიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
ჯიკიჩის გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
ჩვენი ჯგუფიდან Power Ranking-ში ყველაზე მაღალ, მე-4 პოზიციას, საბერძნეთი იკავებს. იტალია მერვეა, ესპანეთი - მე-10, ბოსნია - მე-17, კვიპროსი კი - 24-ე.