ზედიზედ მე-3 მოგება - ბოსტონმა დალასი სტუმრადაც დაამარცხა
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის სუპერფინალის მე-3 შეხვედრაში ,,ბოსტონ სელტიქსმა'' ,,დალას მავერიქსს'' სტუმრად 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 106:99 მოუგო.
ჯო მაზულას გუნდმა სერიის ზედიზედ მე-3 მატჩში იმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ,,ბოსტონს'' მე-18 ჩემპიონობამდე 1 მოგებაღა აშორებს.
,,სელტიქსის'' რიგებში 31 ქულით, 6 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა. 30 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი და 1 დაფარება იყო ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე.
,,დალასს'' კაირი ირვინგმა ულიდერა, რომელმაც 36 ქულა, 3 მოხსნა და 2 ასისტი მოაგროვა. 27 ქულას, 6 მოხსნას, 6 პასსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი ლუკა დონჩიჩმა.
გუნდებს სორის მორიგი მატჩი შაბათს, 15 ივნისს, კვლავ დალასში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.