Belive

დალასს დრაფტის ლატარიაში ძალიან გაუმართლა | NBA-ში ახალ ნიჭს ელოდებიან

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-მ 2025 წლის დრაფტის ლატარია ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ "დალას მავერიქსს" მეოთხე ყველაზე ცუდი შანსი ჰქონდა - 1.8%, მათ მაინც მოიგეს მოთამაშის პირველ ნომრად არჩევის უფლება.

18 წლის კუპერ ფლეგი 2025 წლის დრაფტზე პირველ ნომერის არჩევის აბსოლუტური ფავორიტია. თითქმის გადაწყვეტილია, რომ დალასი ზაფხულში ამ მოთამაშეს აირჩევს.

205 სმ სიმაღლისა 93 კილოგრამის ფორვარდმა დრაფტზე გასულ თვეში შეიტანა განაცხადი. ამერიკელმა მოთამაშემ, დიუკის უნივერსიტეტში, კოლეჯის კალათბურთში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ბევრი ადამიანი ფლეგს თაობის ნიჭად მიიჩნევს - სიმაღლის, ათლეტიზმისა და უნარების შერწყმამ, ფლეგს კოლეჯის კალათბურთში საშუალოდ 19.2 ქულა, 7.5 მოხსნა და 4.2 პასი მოუტანა.

სხვა სტატიები