ყველაზე დიდი დრო პარკეტზე - ლებრონ ჯეიმსის ახალი რეკორდი
,,ლოს ანჯელეს ლეიკერსის'' ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა, პარკეტზე გატარებული წუთების რაოდენობით კარიმ აბდულ-ჯაბარს გადაუსწრო და კარიერაში მორიგი რეკორდი დაამყარა.
,,ეს ყველაფერი მხოლოდ იმ ერთგულებასა და სიყვარულს გამოხატავს, რაც ამ თამაშის მიმართ მაქვს. დასვენებისთვის დიდი დრო არასდროს დამითმია, მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ 10 ფინალში ვითამაშე. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი სხეული შესანიშნავ ფორმაში იყოს.'' - ლებრონ ჯეიმსი
ჯეიმსს, რომელიც NBA-ს ჩაგდებული ქულების რაოდენობითაც ლიდერობს, ახლა უკვე 57 447 წუთი აქვს ნათამაშები. ამ მხრივ მეორე ადგილს აბდულ-ჯაბარი იკავებს (57 446 წუთი), მესამეზე კი კარლ მელოუნია (54 852 წუთი).
ლებრონ ჯეიმსი - 57 447 წუთი
კარიმ აბდულ-ჯაბარი - 57 446 წუთი
კარლ მელოუნი - 54 852 წუთი
დირკ ნოვიცკი - 51 369 წუთი
კევინ გარნეტი - 50 418 წუთი
ლებრონის ანგარიშზე კარიერაში 1517 მატჩია, რითაც 39 წლის კალათბურთელი მხოლოდ დირკ ნოვიცკის, ვინს კარტერს, კარიმ აბდულ-ჯაბარსა და რობერტ პერიშს ჩამორჩება.
Congrats to @KingJames of the @Lakers for becoming the NBA's all-time leader in TOTAL MINUTES PLAYED in the regular season! pic.twitter.com/XsiKE57OjB
— NBA (@NBA) December 20, 2024