ლეიკერსი საშობაო მატჩში ჰიუსტონ როკეტსთან დამარცხდა
NBA-ის საშობაო დღის შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ჰიუსტონ როკეტსს უმასპინძლა და 23-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:119 დამარცხდა. იმეი უდოკას გუნდი დღეს მეტოქეს მთელი მატჩის განმავლობაში უგებდა (ლეიკერსი წინ არცერთხელ არ გასულა).
ჰიუსტონს 26 ქულით, 7 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით ამენ ტომპსონმა ულიდერა. 25 ქულა, 8 პასი, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო კევინ დურანტის ანგარიშზე.
ლეიკერსის რიგებში 25 ქულით, 7 ასისტით, 5 მოხსნით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით ლუკა დონჩიჩი გამოირჩა. 18 ქულას, 5 პასს, 2 მოხსნას, 2 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი ლებრონ ჯეიმსმა.
ლოს ანჯელესურმა გუნდმა შობის დღეს ისტორიაში 52-ედ ითამაშა და 27-ე მატჩი დათმო.
საშობაო დღის სხვა მატჩები:
ნიუ იორკი 126:124 კლივლენდი
ოკლაჰომა 102:117 სან ანტონიო
გოლდენ სტეიტი 126:116 დალასი
იხილეთ ლეიკერსისა და ჰიუსტონის მატჩის მიმოხილვა: