Belive

ლებრონ ჯეიმსი: "ვლოცულობ მისი სულისთვის - YNWA ჟოტა"

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ლივერპულისა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავი, დიოგუ ჟოტა ესპანეთში ავტოავარიას ემსხვერპლა, მასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც გარდაიცვალა.

ლივერპულმა დიოგუ ჟოტას გარდაცვალების შესახებ განცხადება გაავრცელა და პორტუგალიელი ფეხბურთელის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ტრაგედიას ინგლისური, იტალიური და ესპანური ფეხბურთის ფლაგმანი კლუბებიც გამოეხმაურნენ.

ლეგენდარული კალათბურთელი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო - ლებრონ ჯეიმსი, რომელიც ლივერპულის 2%-ის მეწილეა, ამ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურა.

"საშინელი ტრაგედიაა და ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის გაანალიზება.

ამ დროს მისი სულისთვისა და საყვარელი ადამიანებისთვის ვლოცულობ! დაე ღმერთმა ყველა დაგიცვათ და დაგიფაროთ! YNWA ჟოტა!!..."
- ლებრონ ჯეიმსი

შეგახსენებთ, რომ დიოგუ ჟოტა ლივერპულს 2020 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში პრემიერ ლიგის 123 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მერსისაიდულ გრანდთან ერთად, ჟოტა პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა.

რაც შეეხება პორტუგალიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს - ჟოტამ 49 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ორჯერ გახდა UEFA-ს ერთა ლიგის ჩემპიონი.

სხვა სტატიები