Belive

ყველა დროის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

სპორტულმა გვერდმა, Sportico-მ გამოაქვეყნა ყველა დროის TOP 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი, რომელთა შორისაც პირველი მაიკლ ჯორდანია, მეორე ტაიგერ ვუდსი, მესამე კი კრიშტიანუ რონალდუ.

ლეგენდარული კალათბურთელი 1 მილიარდით მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფი უახლოესი მეტოქე.

ტოპ 10-ში შორის არის სამი ფეხბურთელი, სამი გოლფის მოთამაშე, NBA-ს ორი ვარსკვლავი, ჩოგბურთის ლეგენდა და მოკრივე მეივეზერი. სიის ტოპ 16-ში შემავალმა ყველამ გამოიმუშავა 1 მილიარდ დოლარზე მეტი.

ჯორდანი სიის სათავეში დგას 3,75 მილიარდი დოლარით, რომელმაც ეს თანხა 1984 წლის შემდეგ გამოიმუშავა.

ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტის ვარსკვლავების TOP 10 ასეთია:

  1. მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) - 3,75 მილიარდი დოლარი

  2. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) - 2,66 მილიარდი დოლარი

  3. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 1,92 მილიარდი დოლარი

  4. არნოლდ პალმერი (გოლფი) - 1,76 მილიარდი დოლარი

  5. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 1,7 მილიარდი დოლარი

  6. ჯეკ ნიკლაუსი (გოლფი) - 1,67 მილიარდი დოლარი

  7. ლეო მესი (ფეხბურთი) - 1,67 მილიარდი დოლარი

  8. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) - 1,5 მილიარდი დოლარი

  9. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 1,49 მილიარდი დოლარი

  10. ფლოიდ მეივეზერი (კრივი) - 1,48 მილიარდი დოლარი

სხვა სტატიები