Belive

სანდრო მამუკელაშვილი: "კრის პოლი საოცარია, ვემბანიამა კი ჩემი საუკეთესო მეგობარი"

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მე-11 მატჩში "სან ანტონიო სპურსმა" საკუთარ არენაზე "საკრამენტო კინგსი" მიიღო და 20-ქულიანი სხვაობით, 116:96 გაიმარჯვა. მიმდინარე სეზონში, სანდრო მამუკელაშვილმა ყველაზე დიდი დრო მიიღო, ქართველმა პარკეტზე თითქმის 16 წუთი გაატარა და შედეგიანადაც გამოიყენა.

მამუკელაშვილმა 9 ქულასა და 2 მოხსნას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ სანდრომ 5 სამქულიანიდან 3 ჩააგდო, ხოლო საშუალო დისტანციიდან არ უსვრია. ფენომენალური მატჩი ჰქონდა სან ანტონიოს სუპერვარსკვლავს, ვიქტორ ვემბანიამას. ფრანგი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო და სოლიდური ორმაგიც დააფისქირა - 34 ქულა, 14 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა.

მატჩის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილმა მედიასთან ისაუბრა.

"მას შემდეგ რაც ერთად ვთამაშობთ, უფრო მეტად მივხვდი რამდენად დიდი კალათბურთელი და ფიგურაა კრის პოლი.

გადაახვიეთ და ნახეთ თუნდაც დღევანდელი მატჩი, როდესაც სასროლზე ცარიელი ვრჩები მე ან ჩემი თანაგუნდელები ის პასს არასდროს აგვიანებს. თითქოს მეტოქეზე რამდენიმე წამით ადრე ხედავს ყველაფერს.

თანაგუნდელებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს ყველაზე მეტად მახარებს და მაძლიერებს.

მიხარია, რომ NBA-ს ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა და მომავალი ლეგენდა - ვიქტორ ვემბანიამა ჩემი მეგობარია და მთავარი მამოტივირებელი ძალაა. არავის არ გამოვარჩევ, თუმცა ვემბისთან ყველაზე კარგი ურთიერთობა მაქვს..." - სანდრო მამუკელაშვილი

სან ანტონიოსთვის ეს მე-5 გამარჯვება იყო და დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს. 14 ნოემბერს, სპურსი ისევ საკუთარ კედლებში "ვაშინგტონ უიზარდს" მიიღებს.

სხვა სტატიები