Belive

ჯამალ მოსლი: "ბითაძის სახით გუნდში უდიდესი ვარსკვლავი გვყავს"

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზაციის შუასაზეზონო თასის მეოთხედფინალსაც წარმოადგენდა, "მილუოკი ბაქსმა" "ორლანდო მეჯიქი" მიიღო და მეტოქე 114:109 დაამარცხა.

ქართველ ცენტრს, გოგა ბითაძეს, მიმდინარე სეზონში ამდენი არ უთამაშია - გოგამ პარკეტზე 38 წუთი გაატარა და ამ დროში ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა. ბითაძის ანგარიშზე 12 ქულა, 14 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო. მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი სწორედ ქართველმა შემოგვთავაზა, მან ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, იანის ანტეტოკუნმპოს გადაატენა, როცა ბერძენი დაფარებას ცდილობდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "ორლანდოს" 46 წლის მთავარმა მწვრთნელმა - ჯამალ მოსლიმ, გოგა ბითაძის პროგრესის შესახებ ისაუბრა და აღფრთოვანება ვერ დამალა.

"აღფრთოვანებული ვარ გოგას ასეთი პროგრესით. არ ვიცი მასზე ახალმა კონტრაქტმა იმოქმედა თუ უბრალოდ მოუმატა, თუმცა ძალიან სასიამოვნოა მისი ასეთ ფორმაში ყოფნა.

ალბათ ყველამ ნახეთ თუ როგორ მოიქცა იგი ანტეტოკუნმპოს წინააღმდეგ - მან დაამტკიცა, რომ პარკეტზე მას არც მორიდება, არც სიმამაცე და არც სითავხედე არ აკლია, რასაც მასში ყველაზე მეტად ვაფასებ.

მიხარია, რომ ყოველი მატჩის შემდეგ კარგად მისი პროგრესი და ნელ-ნელა იგი TOP დონის მოთამაშე დგება.

გოგას დიდი იმედი მაქვს და მინდა, რომ მან ასე გააგრძელოს..." - ჯამალ მოსლი

ორლანდო NBA-ის თასის მეოთხედფინალიდან გავარდა, თუმცა რეგულარულში ყველაფერი კარგად აქვს, 17 მოგებითა და 10 მარცხით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილზეა. გოგას სეზონის საუკეთესო შედეგი წინა შეხვედრაში ჰქონდა, სადაც 21 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა.

სხვა სტატიები