Belive

ვირტუსთან თამაშის წინ, ბარსელონას მწვრთნელმა შენგელია გამოარჩია

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-12 ტურის წინ, რომელშიც თორნიკე შენგელიას "ვირტუსი" ბარსელონას" მიიღებს, ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა და ქართველი კალათბურთელი განსაკუთრებულად გამოარჩია:

თორნიკე შენგელია ბრწყინვალედ თამაშობს, ის კარგია 3-წამიანშიც და ფარისგან მოშორებითაც. მისი შეჩერება, ალბათ ყველაზე რთული იქნება, მაგრამ ერთადერთი საფრთხე ეს არაა, "ვირტუსს" ჰყავს რამდენიმე ისეთი მოთამაშე, რომლებსაც ნებისმიერ წამს შეუძლიათ თამაშზე გავლენა მოახდინონ. იტალიელები შესანიშნავ ფორმაში არიან, განსაკუთრებით საკუთარ პარკეტზე.

ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ, ტურნირი გრძელია, მაგრამ ცხრილზე მხოლოდ ბოლონიასსთან შეხვედრის შემდეგ ვიფიქრებთ. გრაფიკს უნდა მოვერგოთ და გამარჯვებები გავაგრძელოთ. ჩემი გუნდიდან არავის გამორჩევა არ მინდა, მე ყველა მათგანში დარწმუნებული ვარ - როჟერ გრიმაუ (ბარსელონას მწვრთნელი)

ბოლონია ევროლიგაში 7 მოგებით მესამე ადგილზე იმყოფება, ბარსელონას 9 მოგება და 2 მარცხი აქვს, ესპანელები ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ, პირველზე კი რეალ მადრიდია. თორნიკე შენგელია, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, საშუალოდ 30 წუთს თამაშობს, ქართველს 16.7 ქულა, 5.9 მოხსნა და 4.1 პასი აქვს, სარგებლიანობის კოეფიციენტით კი ლიგაში ყველას აღემატება.

სხვა სტატიები