Belive

თორნიკე შენგელია ზურგის ტრავმის გამო მინიმუმ ორ მატჩს გამოტოვებს

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

თორნიკე შენგელიას ზურგის ტკივილები აწუხებს და გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ამიტომ გამოტოვა ქართველმა კალათბურთელმა სერია ა-ში "ბრინდისთან" გამართული მატჩი, რომელიც "ვირტუსმა" 103:76 მოიგო. პირველადი ინფორმაციით, თორნიკე გუნდს მინიმუმ 10 დღე ვერ დაეხმარება.

ქართველი ფორვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროების მიხედვით ვიგებთ, რომ ტრავმა სერიოზული არ არის და ის მალევე შეძლებს მოედანზე დაბრუნებას, Sportando-ს ინფორმაციით თორნიკე შენგელია მაქსიმუმ ორ კვირას გამოტოვებს.

ზურგის ტკივილის გამო შენგელია არ იქნება მომავალ ორ შეხვედრაში, ევროლიგის 22-ე ტურის მატჩში (18 იანვარი) "ასველის" წინააღმდეგ და იტალიის ლიგის დაპირისპირებაში კვირას ვარეზესთან (21 იანვარი).

32 წლის კალათბურთელი ევროლიგის 21 ჩატარებულ მატჩში საშუალოდ 15.0 ქულას, 5.7 მოხსნას, 3.7 პასს აგროვებს და ევროპაში ამ მაჩვენებლით მე-5 ადგილზეა.

სხვა სტატიები