ვირტუსმა ტრენტოს მოუგო - შენგელია მატჩში საუკეთესო იყო
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ტრენტო'' სტუმრად 15-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 90:75 დაამარცხა.
მატჩში 23 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 15 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
თოკომ 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
სამი ტურის შემდეგ, შენგელიას გუნდს 3 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.
,,ვირტუსი'' მომავალ შეხვედრას 18 ოქტომბერს, ევროლიგაში, ,,ალბას'' წინააღმდეგ გამართავს.
WIN WIN WIN ⚪️⚫️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) October 15, 2023
A Trento vinciamo noi e facciamo 3/3 in campionato 🙌🏼
🔢 Abass 15, Shengelia 15, Cordinier 14, Belinelli 11, Mickey 10, Cacok 8, Menalo 6, Smith 4, Pajola 3, Hackett 2#AmarsiAncora pic.twitter.com/YkPJotGynU