შენგელიას 12 ქულა 15 წუთში და ვირტუსის გამარჯვება ნეაპოლში
თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის შეხვედრა გამართა. ბოლონიელებმა მორიგი შეხვედრა სტუმრად, "ნაპოლისთან" გამართეს და საკმაოდ იოლად – 88:75 გაიმარჯვეს.
ქართველი ფორვარდი სტუმართა სასტარტო 5-ეულში იყო და საკმაოდ კარგად ითამაშა. თორნიკემ პარკეტზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა, ამ დროში, კი საკუთარ გუნდს 12 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოუტანა.
შენგელიამ თამაშიდან სულ 5-ჯერ ისროლა, 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან ორივე სამქულიანი ჩააგდო. გარდა ამისა, თორნიკემ 6 საჯარიმო ისროლა და 2 კალათში ზუსტად მოათავსა. საკუთარ გუნდში შედეგიანობით მხოლოდ ჯორდან მიკისა (17 ქულა) და მარკო ბელინელის (14 ქულა) ჩამორჩა.
5 ტურის შემდეგ, 5 მოგებით "ვირტუს ბოლონია" სერია A-ს ცხრილს "ვენეციასთან" ერთად ლიდერობს. მომდევნო თამაშს შენგელიას გუნდი ევროლიგაში, "ანადოლუ ეფესის" წინააღმდეგ, 3 ნოემბერს ჩაატარებს.
წყარო: gbf.ge