ვირტუსმა სასარი დაამარცხა, შენგელიამ გუნდს 18 ქულით ულიდერა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 28-ე ტურში, ,,ვირტუს ბოლონიამ” ,,სასარის” უმასპინძლა და 17-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86-69 დაამარცხა.
მატჩში 21 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
თორნიკემ 9-დან 6 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
,,ვირტუსი'' 22 მოგებითა და 6 მარცხით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. შენგელიას გუნდი მომავალ შეხვედრას 30 აპრილს, ,,ტრევიზოსთან'' სტუმრად გამართავს.
VITTORIA ⚪️⚫️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) April 23, 2023
Con un parziale di 18-0 a cavallo tra terzo e quarto periodo la Segafredo si libera della pressione sassarese e conquista una bella vittoria ✌🏼🤗
🔢 Shengelia 18, Mickey 14, Weems 12, Belinelli 11, Hackett 10#AmoreInfinito #LBA #TuttoUnAltroSport pic.twitter.com/P2l7T7Sop6