ვირტუსმა ევროლიგაში ისევ წააგო | შენგელიამ ლიონს 9 ქულა ჩაუგდო
საკალათბურთო ევროლიგის მეორე ტურში "ლიონმა" "ვირტუს ბოლონიას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 87:85 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 29 წუთი გაატარა და ამ დროში 9 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
თორნიკე ცუდი პროცენტით ესროდა საშუალოებს - 9-დან მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა ჩაგდება, ერთხელ გაუშვა 3-ქულიანი და არაზუსტი აღმოჩნდა, საჯარიმოს ხაზიდან კი 6-დან 3-ჯერ ჩააგდო. ჰქონდა 1 დაკარგვა და 1 დაფარება. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბოლონიელთა მცველი ისაია კორდინიერი გახდა - 23 ქულით. ერთადერთი მოთამაშე კი ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა, ფრანგული კლუბის ცენტრი, ნილ საკო გახდა - 19 ქულა და 11 მოხსნა.
მეორე ტურის ყველა შეხვედრა ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა 2-დან 2 მარცხით ბოლო ადგილზე ვირტუს ბოლონიაა. 15 ოქტომბერს იტალიელები "ჟალგირისს" უმასპინძლებენ.