შენგელია ფინალურ სამეულშია - ქართველი კალათბურთელი MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის
ხვალ იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე დასახელდება.
სამ ფინალისტს შორის მოხვდა ,,ვირტუს ბოლონიას'' ქართველი ფორვარდი, თორნიკე შენგელია. თოკოს გარდა, ჯილდოსთვის მისივე თანაგუნდელი, მარკო ბელინელი და ,,ვენეციის'' უკანახაზელი, რაიონ ტაკერი იბრძვიან.
სერია A-ში გამოკითხვა ორ ეტაპად მიმდინარეობდა - ჯერ ჟურნალისტები და ექსპერტები გამოკითხეს, შემდეგ კი კალათბურთელები და მწვრთნელები.
შენგელია რეგულარულ სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში საშუალოდ 13.8 ქულას, 5.1 მოხსნასა და 3.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
,,ვირტუსი'' ჩემპიონატის მეოთხედფინალშია, სადაც ლუკა ბანკის გუნდმა სერიის პირველ ორ შეხვედრაში ,,ტორტონას'' დამარცხება შეძლო. ამ მატჩებში თორნიკეს ვირუსის გამო არ უთამაშია.
Marco Belinelli, Tornike Shengelia e Rayjon Tucker ⭐️
— Lega Basket Serie A (@LegaBasketA) May 14, 2024
Domani l'annuncio dell'MVP @UnipolSai_CRP della regular season 2023-24 👀
Chi vincerà ❓#LBAAwards #TuttoUnAltroSport pic.twitter.com/z32uTDhV9d