ვირტუსმა პირველი მატჩი წააგო - შენგელია თავის გუნდში ისევ საუკეთესო იყო
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,კრემონასთან'' სტუმრად 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 93:83 წააგო.
მატჩში 25 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 14 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მოაგროვა.
თოკომ 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 შეადგინა, რაც მისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
6 ტურის შემდეგ, ბოლონიელები 5 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.
,,ვირტუსი'' მომავალ შეხვედრას 9 ნოემბერს, ევროლიგაში, ,,რეალის'' წინააღმდეგ გამართავს.