,,არასდროს ჩამოწეროთ საქართველო'' - ფიბა ესპანეთთან მოგების შემდეგ
3 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
,,არასდროს ჩამოწეროთ საქართველო'' - ასეთი სათაურით ეხმაურება ფიბას ვებგვერდი ესპანეთთან ჩვენი ნაკრების ხმაურიან გამარჯვებას და საინტერესო სტატიას გვთავაზობს:
გეგონათ, რომ საქართველოს გაუჭირდებოდა? კიდევ ერთხელ დაფიქრდით...
მათ მოსამზადებელ ეტაპზე 6-ვე მატჩი წააგეს. მათი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები ეჭვის ღრუბლებში ჩაიძირნენ. ყველა ლოგიკით, საქართველოს სიკვდილის ჯგუფში პრობლემები უნდა ჰქონოდა.
და მაინც, აი, ისინი აქ არიან, ევრობასკეტ 2025-ზე -
ძარღვებში საქართველოს უტეხი სიამაყით. ტურნირში მათი ასპარეზობა მოქმედ ჩემპიონთან გამარჯვებით იწყება.
სანამ ევროპის 4-გზის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს დაამარცხებდა, საქართველოს ზაფხულში არცერთი მატჩი არ მოუგია.
ლიეტუვასთან 23 ქულით მარცხამდე, მათ პირველი 2 მატჩი დახურულ კარს მიღმა, ისრაელთან და ესტონეთთან წააგეს. ამას მოჰყვა პოლონეთთან მარცხი და შემდეგ კიდევ 2 წაგება ჩეხეთთან.
,,ვერ მოვიტყუებით, 0:6 ცუდი შედეგია, მაგრამ ჩვენი ხასიათი, ჩვენი ქართული სული, ერთიანობა და გამძლეობა ვაჩვენეთ და აი, შედეგიც!'' - ამბობს ბექა ბურჯანაძე.
წაგებების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მთავარი მწვრთნელი, ალეკსანდარ ჯიკიჩი სრული შემადგნელობის შეკრებას ვერ ახერხებდა, ზოგჯერ მას ვარჯიშის დროს მხოლოდ 8 მოთამაშე ჰყავდა... გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია, გულის არითმიის გამო სამკურნალოდ ბარსელონაში გაემგზავრა და მთელი მოსამზადებელი პერიოდი გამოტოვა.
,,მწვრთნელი რომ არ გამხდარიყო, შესანიშნავი ფსიქოლოგი იქნებოდა,'' - თქვა შენგელიამ ჯიკიჩზე.
საქართველოს ნაკრებმა სრული შემაგენლობით მხოლოდ 1 ვარჯიში ჩაატარა და ეს კვიპროსში მოხდა. ესპანეთთან მატჩში შენგელიასა და მამუკელაშვილის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.
ჯიკიჩს გაეცინა, როცა ჰკითხეს, ელოდა თუ არა, რომ შენგელია 20 წუთს ითამაშებდა, რაზეც კაპიტანმა ჟურნალისტს თავად დაუქნია თავი და უპასუხა: ,,მე ველოდი.''
ჯიკიჩმა კი თქვა: ,,ჩემი ბიჭებიდან ორს შენგელიას სათადარიგოთა სკამზე გაჩერება დავავალე. ასეთია თოკო, მაგრამ ჩემი მოვალეობაა, მას ამის უფლება არ მივცე.''
თუმცა, შენგელიასა და დანარჩენი ქართველების გული ასეთია და ძველი იმედგაცრუება უკვე წიგნებშია. - წერს ფიბა
ევრობასკეტის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 83:69 დაამარცხა.
ჯიკიჩის გუნდი მომავალ მატჩს შაბათს 30 აგვისტოს, იტალიის წინააღმდეგ გამართავს.