Belive

თორნიკე შენგელიას შედეგიანი მატჩი ჰქონდა | ვირტუსის პირველი მარცხი

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონია" "ვარეზესთან" 104:95 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ მატჩში 24 წუთი ითამაშა, რა დროშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 19 ქულის ჩაგდება მოახერხა (10-დან 8 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო) მან ასევე 4-ჯერ ბურთი მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ყველაზე მეტი 28 ქულა მატეო ლიბრიციმ ჩააგდო, 23 ქულა მიითვალა მარკო ბელინელიმ.

"ვირტუს ბოლონიამ" სერია A-ში პირველი მატჩი წააგო, თორნიკე შენგელიას გუნდი 12 ქულით მეორე ადგილზეა (6 მოგება, 1 მარცხი).

მომდევნო შეხვედრას "ვირტუსი" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 12 ნოემბერს 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები