Belive

ვირტუსმა ოლიმპია მილანო დაამარცხა | თორნიკეს კარგი მატჩი ჰქონდა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონიამ" "ოლიმპია მილანო" 90:70 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ 19:34 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

ქართველ კალათბურთელზე მეტი ქულა მხოლოდ 2 მოთამაშეს ჰქონდა 19 ქულა დააგროვა ზაკ ლედეიმ, ხოლო 16 მეტ მორგანმა.

"ვირტუს ბოლონია" ევროლიგის ცხრილში 9 მოგებით და 24 მარცხით ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 7 აპრილს, 22:00 საათზე "ტრევიზოს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები