შენგელიას 9 ქულა მორაბანკ ანდორასთან | ბარსელონას კარგი სერია აქვს
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურში ბარსელონამ მორაბანკ ანდორა მიიღო და 102:71 დაამარცხა. მასპინძლებმა ყველა მეოთხედი მოიგეს, განსაკუთრებული გაქცევა კი მესამე მეოთხედში შეასრულეს, როცა მოწინააღმდეგეს 10-წუთეული 14-ქულიანი სხვაობით მოუგეს.
თორნიკე შენგელიას იმდენი არ უთამაშია, რამდენსაც ნაკრებში და კლუბში შეგვაჩვია - კაპიტანმა პარკეტზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა და ამ დროში 9 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ ორიდან ორი ზუსტი სამიანი ჩააგდო, 2-დან ერთხელ ორქულიანით შეუტია და ერთი ქულა საჯარიმო ხაზიდან აიღო.
ყველა ტურნირზე, ბარსელონამ ზედიზედ მეოთხედ მოიგო და ლიგა ენდესას ცხრილის მეშვიდე ადგილზეა (5 მოგება და 4 წაგება). კატალონიელები, მომავალ ტურში, მანრესას ესტუმრებიან.
TRIOMF I EXHIBICIÓ OFENSIVA AL PALAU 🔥🔥🔥 pic.twitter.com/Ed8XobhcR5
— Barça Basket (@FCBbasket) December 7, 2025