Belive

ვირტუსმა მილანი დაამარცხა | თორნიკე შეხვედრაში საუკეთესო იყო

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონიამ" "ოლიმპია მილანო" 73:82 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ 24 წუთი ითამაშა და 19 ქულა ჩააგდო, მისი ეს მაჩვენებელი საუკეთესო იყო მატჩის ბოლო წამებამდე, სანამ ნიკოლა მიროტიჩი 3-ქულიანს არ ჩააგდებდა, ესპანელმა საბოლოოდ 21 ქულა მიითვალა. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ქულების გარდა, 3 მოხსნა, 2 ასისტი და 1 დაფარება დააგროვა.

"ვირტუს ბოლონია" სერია A-ს ცხრილში 16 ქულით მე-2 ადგილზეა (8 მოგება, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგის ეგიდით "ბასკონიას" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 12 დეკემბერს 23:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები