შენგელიას სუპერ მატჩი | ვირტუსმა ტრევიზოს მოუგო
7 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 25-ე ტურში, ,,ტრევიზომ'' ,,ვირტუს ბოლონიას'' უმასპინძლა და 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 74:80 დამარცხდა.
,,ვირტუსის'' რიგებში 35 წუთამდე ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 21 ქულა, 11 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
ქართველმა ფორვარდმა 9-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 37 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
,,ვირტუსი'', რომელიც 18 მოგებითა და 7 წაგებით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა, სერია A-ს მომავალ შეხვედრას 14 აპრილს, ,,ბრეშას'' წინააღმდეგ გამართავს.
La Virtus espugna il Palaverde con una prova di carattere 👊🏼 pic.twitter.com/ZIXIgSV7i3
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) April 7, 2025