შენგელიას შედეგიანი მატჩი | ბარსელონამ ლიონი დაამარცხა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის მე-13 ტურში ბარსელონამ ლიონს უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:78 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ, რომელიც ბარსელონას ძირითად ხუთეულში იყო, 21 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა (ყველაზე მეტი ბარსას რიგებში ერნანგომესთან ერთად) და 1 დაფარება მოაგროვა.
თოკომ დღევანდელ მატჩში 12-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 შეადგინა, რითაც საკუთარი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ კევინ პანტერს ჩამორჩა.
ბარსელონა, რომელიც 8 მოგებითა და 5 წაგებით ევროლიგის მე-9 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას 5 დეკემბერს, ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგ გამართავს.
PERÒ TOKOOOOO!!! 😳 pic.twitter.com/9uGNNR8CDG
— Barça Basket (@FCBbasket) November 26, 2025