Belive

ვირტუსმა მეორე შეხვედრაც მოიგო და პლეი ოფის ფინალს ერთი მოგება აშორებს

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" "ვენეცია" მინიმალური სხვაობით 79:78 დაამარცხა და სერიაში ანგარიში ორამდე გაზარდა - 2:0. ბოლონიურ გუნდს პლეი ოფის ფინალში გასასვლელად მხოლოდ ერთი მოგება აშორებს.

თორნიკე შენგელიამ მატჩში 15 წუთი ითამაშა, მან 5 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეხვედრას სამი ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ჰყავდა, "ვირტუსის" რიგებიდან 14 ქულა მარკო ბელინელიმ დააგროვა, ასევე 14-14 ქულა ჰქონდათ ვენეციელთა კალათბურთელებს ჯორდან პარკსს და აამირ სიმსს.

გუნდებს შორის მომდევნო მატჩი 29 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები