შენგელიას სუპერმატჩი | ბარსელონამ მაკაბი დაამარცხა
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის მე-20 ტურში ბარსელონამ თელ ავივის მაკაბის უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 93:83 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ, რომელიც მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 25 წუთში 22 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა მოაგროვა.
თოკომ დღევანდელ მატჩში 7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგია.
ბარსელონა, რომელიც 13 მოგებითა და 7 წაგებით ევროლიგის მე-5 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას 9 იანვარს, პარტიზანის წინააღმდეგ გამართავს.
I un altre 2+1 de Toko, que ja en porta tres! I 16 punts 🔥🔥 (75-58) pic.twitter.com/UC1FQ1A7qJ
— Barça Basket (@FCBbasket) January 6, 2026