Belive

ბარსელონა რეალ მადრიდთან დამარცხდა | თორნიკე შენგელიამ 27 წუთი ითამაშა

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში ბარსელონა რეალ მადრიდთან 92:101 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ 27:11 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა (8-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა ტრეი ლაილსმა ჩააგდო, 19 ქულა ჰქონდა უილ კლაიბერნს.

ბარსელონა ევროლიგის ცხრილში 5 მოგებით და 4 მარცხით მე-9 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 9 ნოემბერს ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, ბასკეტ ჟირონას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები